English | česky | Español | Türkçe | Português | Nederlands | Français | Deutsch | По-русски | Italiano | 中文 | >> ქართული << | Magyar | Polski | ZVON > Tutorials > Namespace Tutorial |
შესავალი / ძიება / ZVON |
მაგალითი 1 მაგალითებში გამოყენებულია სამი ხელოვნურად შექმნილი ელემენტთა ჯგუფი: აკრეფილი ქვედა რეგისტრის ალფავიტის სიმბოლოებით, ზედა რეგისტრის ალფავიტის სიმბოლოებით და x+<რიცხვი>. ადამიანს მარტივად შეუძლია ამოიცნოს, თუ რომელ ჯგუფს მიეკუთვნება ესა თუ ის ელემენტი. თუმცა, ადამიანისაგან განსხვავებით კომპიუტერს არ შესწევს ამის უნარი, ამიტომ უნდა განვსაზღვროთ გარკვეული ლოგიკური მექანიზმი. |
მაგალითი 2 სახელთა სივრცის გამოცხადებისათვის გამოიყენება დარეზერვებული ატრიბუტები, რომლებიც იწყება xmlns პრეფიქსით. თქვენ შეგიძლიათ გამოაცხადოთ სახელთა სივრცე ყოველი ელემენტისათვის, რომელსაც თქვენ იყენებთ, თუმცა ასეთი მიდგომა დამღლელია, და მიღებული კოდი წასაკითხად რთულია. |
მაგალითი 3 სახელთა სივრცის გამოყენება ისე როგორც ეს მოცემული იყო წინა მაგალითში (იხ. მაგალითი 2 ), შეიძლება იყოს მოუხერხებელი და გამოიწვიოს შეცდომები. სტანდარტი გვთავაზობს პრობლემის გადაწყვეტის რამოდენიმე გზას. კონკრეტული ელემენტისათვის მინიჭებული სახელთა სივრცე, ვრცელდება მასში არსებულ ყოველ ელემენტზე. |
მაგალითი 4 ჩვეულებრვ ყოველი სახელთა სივრცის გამოცხადება ხდება ფესვურ ელემენტში. |
მაგალითი 5 სახელთა სივრცე იდენტიფიცირდება xmlns ატრიბუტის მნიშვნელობით, და არა პრეფიქსით. მოცემულ მაგალითში ყოველი ელემენტი მიეკუთვნება ერთ სახელთა სივრცეს, თუმცა გააჩნით სხვადასხვა პრეფიქსი. |
მაგალითი 6 მაშინ, როდესაც წინა მაგალითში (იხ. მაგალითი 5 ) ყოველი ელემენტი მიეკუთვნევა ერთსა და იმავე სახელთა სივრცეს და გააჩნიათ სხვადასხვა პრეფიქსი, მოცემულ შემთხვევაში ელემენტები მიეკუთვნებიან სხვადასხვა სახელთა სივრცეს, მაგრამ გააჩნიათ ერთი და იგივე პრეფიქსი. |
მაგალითი 7 არ არის აუცილებელი სახელთა სივრცის გამოცხადება პრეფიქსით. xmlns ატრიბუტი განსაზღვრავს საწყის სახელთა სივრცეს, რომელიც გამოიყენება ელემენტში და მის შვილობილ ელემენტებში, რომელშიც ეს სახელთა სივრცე არის გამოცხადებული. |
მაგალითი 8 იმ შემთხვევაშიც კი თუ გამოიყენება საწყისი სახელთა სივრცე, შესაძლებელია ყოველი ცალკეული ელემენტისათვის სახელთა სივრცის ღიად განსაზღვრა. |
მაგალითი 9 საწყისი სახელთა სივრცის გაუქმება შესაძლებელია, თუ xmlns ატრიბუტს მივანიჭებთ ცარიელი სტრიქონს. |
მაგალითი 10 აგრეთვე შესაძლებელია ატრიბუტი მივაკუთვნოთ მოცემულ სახელთა სივრცს. |
მაგალითი 11 ატრიბუტები პრეფიქსის გარეშე არ მიეკუთვნებიან არც ერთ სახელთა სივრცეს. |
მაგალითი 12 ატრიბუტი არ მიეკუთვნება არც ერთ სახელთა სივრცეს, იმ შემთხვევაშიც კი თუ საწყისი სახელთა სივრცე განსაზღვრულია იმ ელემენტისათვის, რომელსაც მიეკუთვნება ეს ატრიბუტი. |
მაგალითი 13 სახელთა სივრცე ვრცელდება იმ ელემენტის ფარგლებში, რომელშიც ის განისაზღვრება. |
მაგალითი 14 და კიდევ ერთი მაგალითი. |